ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია

24/09/2018

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე სტუდენტური პარლამენტის და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად რეგიონის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა.

„განავითარე შენი რეგიონი“, „საზაფხულო ქალაქი“, „ლიდერთა ზამთრის სკოლა“ და „სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტში“ ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს აძლევს შანსს განავითარონ საკუთარი თავი და სამომავლოდ წარმატებას მიაღწიონ.

„ჩვენი მიზანია ჩვენს ახალგაზრდებს განვითარებისთვის ყველა შესაბამისი პირობა შევუქმნათ. ამისთვის მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს ყველა იმ პროექტს, თუ პროგრამას, რომელიც მოსწავლეებზე და სტუდენტებზეა ორიენტირებული. ჩვენი ახალგაზრდა თაობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა დაშენდეს“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მხარის გუბერნატორმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა იმ პროექტების მიმართ, რომელიც მთიანი სოფლების განვითარების ხელშეწყობას და იქ ახალგაზრდული აქტივობის ზრდას ეხება.
გუბერნატორის ადმინსიტრაცია მჭიდრო კოორდინაციაში იქნება სტუდენტურ პარლამენტთან და დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასთან, მათთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული რეგიონის ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის განხორციელებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0