აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი დავით ბერძენიშვილი იქნება

12/07/2016

აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში ”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველი ნომერი დავით ბერძენიშვილი იქნება. ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, აჭარაში ”რესპუბლიკური პარტიის” კამპანიას დავით ბერძენიშვილი წაუძღვება.

”ჩვენ კამპანიას აჭარაში წარუძღვება და სიის პირველი ნომერი პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი იქნება. ჩვენ, ”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები” მოვდივართ რწმენით, რომ იმას, რასაც წლების მანძილზე ძალა შევმატეთ, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ევროპული გზა, უსაფრთხოება, ამას არ მხოლოდ განვავრცობთ, არამედ ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. ჩვენ ამ ლიდერებთან ერთად მოვდივართ გამარჯვებისთვის”, – განაცხადა სამნიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0