აჭარაში 253 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა

14/11/2017

აჭარაში მცხოვრებ 253 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. ახალგაზრდებს საჩუქრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, ასევე ქალაქ ბათუმის და რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის მერებმა გადასცეს. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი. მნიშვნელოვანია, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს შორის რაოდენობრივი მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ მაღალმთიანი აჭარის სკოლები. პროექტის “ჩემი პირველი კომპიუტერი“ მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. „ გვიხარია, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში განათლების მიმართულებით ბევრი საინტერესო პროგრამაა შემუშავებული. მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდას. ახალგაზრდა თაობის განათლებისთვის ზრუნვა კი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0