აჭარაში იკვეთება კლება, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ

17/09/2020

„აჭარაში იკვეთება კლება, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ. იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა განსაზღვრონ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ, სულ მცირე, 7 დღიანი კლების ციკლი.“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარაში, კორონავირუსთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლაბორატორიული ქსელი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და აჭარაში ჩატარებული მასობრივი ტესტირებების პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. მინისტრის განცხადებით, აჭარაში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. მისივე თქმით, პაციენტების მკურნალობა სასტუმროებში ეფექტურად მიმდინარეობს, მათზე ოჯახის ექიმები ზრუნავენ და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან მათი გადაყვანა კლინიკებში შეუფერხებლად ხორციელდება. ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ ინფექციის მართვის პროცესში ჩართულ ყველა კლინიკას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0