აწყურში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

05/05/2016

ახალციხის მუნიციპალიტეტეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ამ ეტაპზე, სოფელ აწყურში აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ამორტიზებული მილსადენის ნაცვლად ახალი პლასმასის მილსადენის, მცირე საინჟინრო ნაგებობების, ჰაერგამშვები ვანტუზებისა და გამრეცხი ჭების მოწყობა.
პროექტის დასრულების შემდეგ აწყურის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გონიო“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0