ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ამ ეპატზე აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ-ფანჯარა, მოეწყო ელექტრო გაყვანილობა. ხდება სველი წერტილების და შიდა ინტერიერის მოწყობა.
ოთახებში დაიგება ლამინირებული ფენილი, ხოლო ეზო შემოიღობება.
აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 110 556 ლარით ფინანსდება.
აწყურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
20/09/2017