„აწარმოე საქართველოში“ – კიდევ ერთი დაფინანსებული პროექტი

28/06/2016

პროექტის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარ ნინო თავაძეს საგრანტო განაცხადის მომზადებაში კონსულტაციები გაუწიეს. პროექტი ითვალისწინებდა მესაქონლეობისათვის კომბინირებული საკვების დამზადებას ზოოტექნიკური ნორმების დაცვით.
აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის დასაწყისში 10 000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში ამჟამად 5 ადამიანია დასაქმებული. კომბინირებული საკვები წარმატებით იყიდება სავაჭრო ქსელში და დიდი პოპულარობით სარგებლობს მეცხოველეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებში. უახლოეს მომავალში, საწარმო მეთევზე ფერმერებისთვის გრანულირებული, კომბინირებული საკვების წარმოებასაც დაიწყებს.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის სპეციალისტების ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სხვადასხვა ფონდებში 151 ბიზნეს იდეა წარადგინეს, აქედან დაფინანსდა 49 იდეა, რომლის მთლიანი მოცულობა 407 782 ლარს შეადგენს, შედეგად, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 131 ადამიანი დასაქმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0