ქართულ ბაზარს კიდევ ერთი ადგილობრივი პროდუქცია შეემატება – სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ვასაძის პური“ 2016 წლიდან საწარმოო შესაძლებლობებს გააფართოებს და ტკბილეულის წარმოებას დაიწყებს.
„ვასაძის პური“ კვების მრეწველობაში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც პურ-ფუნთუშეულისა და ორცხობილების წარმოებაზეა ორიენტირებული და ამჟამად, ტკბილეულის საწარმოებლად ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.
პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 576 111 აშშ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 265 ადამიანს შეადგენს. როგორც „ვასაძის პურის“ წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანია გეგმავს საქართველოს ბაზარზე პოზიციები გაიმყაროს და კონკურენტუნარიან საწარმოდ ჩამოყალიბდეს. უახლოეს მომავალში კომპანია ISO 9001 სერტიფიკატის აღებას და პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, შპს „ვასაძის პური“ საწარმოო შესაძლებლობებს გაზრდის
21/01/2016