რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო)-ლიკა ტორიკაშვილი. პირველი შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან- აჩილ ჯაფარიძესთან შედგა. შეხვედრაზე საუბარი იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე, რეგიონის ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. არჩილ ჯაფარიძემ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს რეგიონში მიმდინარე პროცესები გააცნო და ასევე აღნიშნა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ტრადიციულად, განათლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო, სწორედ ამის შედეგია მოტივირებული, მოაზროვნე თაობა, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლესი შედეგებით როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ასევე სხვა კონკურსებში, ქვეყნის განვითარება და პროგრესი კი დიდწილად ასეთ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი შეხვედრებს რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გამართავს.
აჩილ ჯაფარიძე, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს შეხვდა
27/05/2019