აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეხვედრისას “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების გზებზე იმსჯელეს. ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება.
თეთრი სახლის განცხადებით, ობამამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა თურქეთის უსაფრთხოების საკითხში.
“პრეზიდენტმა ერდოღანს ამერიკელი ხალხის სახელით დიარბაკირში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო მიუსამძიმრა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა რომ მხარს უჭერს თურქეთის უსაფრთხოებას და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას”, – განაცხადეს თეთრ სახლში.
როგორც ცნობილია, ლიდერებმა ასევე ლტოლვილთა კრიზისის მოგვარების გზებიც განიხილეს. ობამასა და ერდოღანს შორის შეხვედრა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. სამიტს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.