აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი ვაზიანს ესტუმრა

10/08/2017

აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო. IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრუქტურების ორმხრივ თანამშრომლობას.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს IV მექანიზებულ ბრიგადაში აშშ-ის ევროპის ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ტიმოთი მაქგუაიერი და აშშ-ის მე-7 არმიის მეთაური ევროპაში, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო ახლდნენ.
მოგვიანებით აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ვაზიანის სასროლეთზე გაემართა და მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ სასწავლო უბნები მოინახულა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, ამერიკელ გენერლებს სწავლების მიმდინარეობა გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0