ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და გამგებლის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ხაბუმესა და ჭოღაში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული სოფლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ ეტაპზე ხიდის მშენებლობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა საჭიროებასთან დაკავშირებით, ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.
აშენდება ხიდი, რომელიც ორ სოფელს ერთმანეთთან დააკავშირებს
17/08/2017