აღმაშენებლის N59-ის შენობაზე კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა

27/07/2016

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N59-ში მდებარე შენობის დასავლეთით, კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა.
პროექტის მიხედვით, შენობაზე ყვავილები და სხვადასხვა მცენარეები ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იქნება მოთავსებული, სადაც წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.

შენობების ვერტიკალური გამწვანება, მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ქალაქის ვიზუალურ მხარეს ალამაზებს, გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ასევე, დიდ როლს ასრულებს შენობის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებისთვის.
მწვანე კედლის კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე, უკვე მიმდინარეობს. რკინის კონსტრუქციის და სარწყავი სისტემის აწყობის შემდეგ, კედელზე უშუალოდ მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში – წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0