აღდგომლიანთკარში, ახალდაბასა და ქალაქ მცხეთის არმაზის დასახლებაში, სასმელი წყლის სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

28/06/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. აღდგომლიანთკარში, ახალდაბასა და ქალაქ მცხეთის არმაზის დასახლებაში, სასმელი წყლის სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული პროექტების დაფინანსება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით, ამერიკულმა საქველმოქმედო ფონდმა „ლდს-ჩერიტი“ უზრუნველჰყო. ამერიკული გრანტის საერთო ოდენობამ 220 000 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული პროექტები სასმელი წყლით ჯამში 400-ზე მეტ ოჯახს მოამარაგებს.
28 ივნისს, რეაბილიტირებული პროექტების ექსპლუატაციაში შესვლა ოფიციალურად აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, „ლდს-ჩერიტი“-ს მისიის ხელმძღვანელები საქართველოში პეტ და ქორკა მაკფარლენები, ორგანიზაციის პრეზიდენტი ალექს ლობანოვი მეუღლესთან ერთად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0