აქცია დედის დღესთან დაკავშირებით

03/03/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა მაია ნაცვლიშვილმა, თბილისის ზღვაზე 500 მეტრიანი მონაკვეთი ნახევარ საათში გაცურა.
აქცია დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიან დედებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მათი აქტიური ცხოვრებისაკენ წახალისებასა და ქალების მიმართ ძალადობის დაგმობას ემსახურება.
ღონისძიებას სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კლუბ ,,აია-არგოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0