აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

16/09/2016

აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. დაბა თამარისის კორპუსების მიმდებარე ტერიოტორია და სტიქიური ნაგავსაყრელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული , ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს. პარალელურ რეჟიმში აქციას მუნიციპალური ზედამხედველობის თანამშრომლებიც შეურთდნენ და სოფელ სავანეთის ტერიტორია მოაწესრიგეს.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააფუძნა, ყოველ წელს სექტემბერის თვეში ტარდება და ამ კამპანიაში მონაწილე ქვეყნების აღნიშვნა ხდება მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. კამპანიაში მონაწილე ქვეყნების რაოდნობა ყოველწლიურად იზრდება და გარკვეულწილად ქვეყნის პრესტიჟს წარმოადგენს.
კამპანიაში მონაწილეობით ადამიანები ერთიანდებიან ერთი იდეის გარშემო – შეუქმნან საკუთარ შვილებს და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0