სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზთა და ქართველთა ერთობლივი საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ კონფერენცია გაიმართა. ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნებოდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენას. ღონისძიებაში მონაწიელობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
აფხაზთა და ქართველთა ერთობლივი საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ კონფერენცია გაიმართა
24/05/2021