ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოები დილიდან უწყვეტად გრძელდება

25/12/2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ჯამში, 200-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. დაკვამლიანების სივრცე, დაახლოებით, 7-დან 10 ჰა-მდე ფართობს მოიცავს. ეს არის როგორც ტყე, ასევე ალპური ზონა. გათენებისთანავე პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0