ასპინძის მუნიციპალიტეტში, ღონისძიება – “წიგნის საჯაროდ კითხვის დღე” გაიმართა

05/02/2020

ხერთვისის ტერიტორიაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება – “წიგნის საჯაროდ კითხვის დღე”. აქცენტი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანზე“ გაკეთდა. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე ესწრებოდნენ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება ექვსივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0