ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. დასახლებების საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: საროსა და ნიჯგორში. აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ზურაბაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
17/03/2022