ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

14/03/2022

ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძველში, ჭობარეთში, ორგორაში, საყუდაბელში, ოშორაში, იდუმალასა და რუსთავში. აღნიშნულ შეხვედრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ზურაბაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0