ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

20/04/2022

ასპინძაში 1770 წლის 20 აპრილს მომხდარი ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 20 აპრილს, ასპინძის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი,სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ბესიკ ბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ძეგლთან, მღვდელმსახურმა მამა აკაკიმ 1770 წლის 20 აპრილს ასპინძის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “წუნდა”-მ ხალხური სიმღერა და საგალობელი შეასრულეს. ასპინძის დღისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე.
1770 წლის 20 აპრილს მომხდარ ასპინძის ომზე და აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა საპატიო ასპინძელმა მერაბ ბერიძემ, გაზეთ “ლიტერატურული მესხეთი”- ს რედაქტორმა ავთანდილ ბერიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ. ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრი, ფოლკლორული ანსამბლი “წუნდა”, ვ. მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგები.
ღონიძიებას ორგანიზება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0