ასპინძაში, ასპინძის ომის 251 და მეფე ერეკლეს დაბადებიდან 301 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

21/04/2021

ასპინძის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ასპინძის ომის ამსახველი მონუმენტური ძეგლი, სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის ადიგენის ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა მელიქიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ძეგლთან, მღვდელმსახურმა მამა აკაკიმ 1770 წლის 20 აპრილს ასპინძის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “წუნდა”-მ საგალობელი შეასრულა. ასპინძობის დღესასწაული კულტურის ცენტრის წინ ღია სივრცეში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა “საპატიო ასპინძელი” წოდებით დააჯილდოვა ნათელა ცისკარაძე – (ჟურნალისტი) 1982 წლიდან დღემდე გაზეთ „ასპინძის“ რედაქტორი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“ ლაურიატი და მედლის მფლობელი. ალუდა სეთურიძე -(საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი) 2011 წლიდან დღემდე ქვეყნის თავდაცვითუნარიანობაში დიდ წვლილი აქვს შეტანილი, მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამშვიდობო მისიებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასვე მის ფარგლებს გარეთ, სწორედ ერთერთი მისისი შესრულების დროს მას მიღებული აქვს სხეულის უმძიმესი და მრავლობითი დაზიანება.ნატო ყრუაშვილი – (ასოცირებული პროფესორი) იგი დღემდე ნაყოფიერ მუშაობას ეწევა ქართული პედაგოგიკური მეცნიერების განვითარეის საქმეში, ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მრავალი სტატია, მონოგრაფია, არის თოთხმეტი წიგნის ავტორი. ასევე,2020 წელს ასპინძის საპატიო მოქალაქეებად დასახელებული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მერაბ ბერიძე, გაზეთ “ლიტერატურული მესხეთი”- ს რედაქტორი ავთანდილ ბერიძე და შპს “ინოვაციური სამშენებლო კომპანიის” დირექტორი ემზარ ასპანიძე, ისინი ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ გაწეული ღვაძლისათვის დააჯილდოვეს დიპლომებით, მედლებითა და ფულადი ჯილდოებით. ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება – კულტურის ცენტრი, ქორეოგრაფიული ანსამბლი “სამცხე”-ფოლკლორული ანსამბლი “წუნდა” ვ.აღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და აღსაზრდელები. სცენის მიმდებარედ გამართული იქნა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია. ასევე, დღეს, ასპინძის რაგბის ბაზაზე სარაგბო მატჩი ერეკლე მეფის გარდამავალი თასი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს სამცხე ჯავახეთის “ტაო” და თელავის “ჭადარი” დაუპირისპირდა. ღონიძიებას ორგანიზება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0