თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არ საუბრობს, იქნება თუ არა „რესპუბლიკური პარტიის“ სიაში. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ აკეთებს პოლიტიკურ კომენტარებს, რადგან საკითხები, რომელიც თავდაცვის მინისტრს ეხება, ისედაც ბევრია.
„პოლიტიკური ინფორმაციებით ისედაც საკმაოდ მოცულია პოლიტიკური სივრცე. პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, რადგან შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ლიდერები ძალიან ბევრს საუბრობენ ამ თემებზე. საქართველოს ბევრი სხვა თემები და პრობლემები აქვს იმ საკითხებზე, რომლებზეც თავდაცვის მინისტრი უნდა საუბრობდეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
არ ვსაუბრობ, ვიქნება თუ არა „რესპუბლიკური პარტიის“ სიაში
05/04/2016