ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი და საკონსტიტუციო სასამართლო გასცდა დიალოგის იმ ფორმას, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის უნდა იყოს.
”ყველა გაცდა დიალოგის იმ ფორმას, რომელიც შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების შტოებს შორის. არც ხელისუფლება მეტყველებს იმ ენაზე, რომელიც სარგებლობას მოუტანდა ამ ინსტიტუტს, არც სასამართლო არ მეტყველებს ამ ენაზე და საერთოდ, მოსამართლეების ასეთი ხშირ-ხშირი გამოჩენა ინტერვიუები და ა.შ. კატასტროფაა. ვერ ვიტყვი, რომ ვიღაცა ხელისუფლებიდან ანგრევს სასამართლოს, რომელიც შიგნიდან თავს იშენებს. ასე არ არის სამწუხაროდ. სასამართლოც ძალიან სერიოზულად ცუდად იქცევა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.