არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე, ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და წარსულს ჩაბარდა, რაც ძალიან კარგია, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებასთან დაკავშირებით.
პრემიერის შეფასებით, მომხდარზე ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მკაცრი რეაგირება, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.
“ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. გამოძიება მიმდინარეობს და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითება, “დააკავეთ”, “დაიჭირეთ”, “ნულოვანი ტოლერანტობა”, ასეთი რაღაცეები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება. დასასჯელი, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე
31/05/2016