რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, ასევე, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა. არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივებზე ესაუბრა.
„თქვენთვის ცნობილია, რომ განათლების სფეროს ხელშეწყობა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იწყება. მნიშვნელოვანი განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სექტორისკენ მიმართვას გულისხმობს, ძალიან მიხარია აღნიშნული ინიციატივა, რადგან სწორედ მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი გზა საქართველოს უკეთესი ნათელი მომავლისთვის. ვფიქრობ, მიმდინარე რეფორმის შედეგად, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი რეგიონისა თუ ქვეყნის წინაშე დგას. როგორც პრემიერმა დააანონსა, შემოდგომიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება მინიმუმ 150 ლარით, გაგრძელდება ყოველწლიურად და 2022 წლისთვის მიაღწევს მინიმუმ 1500-1800 ლარს”-განაცხადა ჯაფარიძემ.
რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.