არჩილ ჯაფარიძე, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

06/06/2019

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მოადგილეებთან ერთად, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში- პატრიკ ფრანცენს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. არჩილ ჯაფარიძემ სტუმრებს რეგიონში მიმდინარე პროცესები და ის შესაძლებლობები გააცნო, რომელთა განვითარებას მხარის კეთილდღეობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია ჩემთვის,ეს არის დასაწყისი იმ პროცესების, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მთიანი რეგიონების განვითარება და იქ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის ფაქტორი. თქვენს რეგიონს ამ მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მე მოხარული ვარ,რომ ამ შესაძლებლობებს დღეს პირადად გავეცანი “-აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0