არჩილ ჯაფარიძე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

01/04/2019

ცაგერს 10-მდე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა,რომლებმაც ცაგერის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები პირადად მოინახულეს. სტუმრებს ადგილობრივი მეწარმე-ლევან ხმელიძე მასპინძლობდა, რომელიც ბოლო 5 წელიწადია, რაც აქტიურად დაუბრუნდა მაღალმთიან ლეჩხუმს, სოფელ ქორენიშს, ავითარებს აგროტურიზმს, აწარმოებს თაფლს, ღვინოს, სტუმრებს სთავაზობს საოჯახო სასტუმროსა და მარნის მომსახურებას.
ახალგაზრდა მეწარმემ თავისი საქმიანობისა და ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა,რომელსაც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად,სახელმწიფო რწმუნებული-არჩილ ჯაფარიძე დაესწრო.
მან წარმატება უსურვა მეწარმეს და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების აქტიურობა აგროტურიზმის განვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ტურისტული კომპანიების დაინტერესება კი, რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0