არჩილ ჯაფარიძე, სოფელ ჩხუტელში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

18/06/2019

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ჩხუტელში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ხელმძღვანელებმა “ლამარელას ღელეზე” გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 140 737ლარი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში: ჩხუტელი, ჩქუმი, წიფერჩი, ლასურიაში, ლაჯანა, ალპანა-მოეწყო ფიტნეს-ტრენაჟორები. საერთო თანხით- 138 527ლარი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფ.ჩხუტელში მიმდინარეობს მეწყრის შემაკავებელი ბეტონის კედლისა და ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0