არჩილ ჯაფარიძე, სოფელ საირმისა და ლაცორიას საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა

12/06/2019

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფ.საირმისა და სოფ.ლაცორიას საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებულმა პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო ასევე, ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ პრობლემურ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები რეგიონის პირველი პირისგან მოესმინათ. რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0