ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარი 30 ჰექტარზეა გავრცელებული, აქედან აქტიური წვის პროცესი 1 ჰექტარზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია რეგიონის 40 მეხანძრე – მაშველი და 20 ადგილობრივი მცხოვრები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ დალაქიშვილი აცხადებს, რომ ხანძარი ლოკალიზებული არ არის, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად, რომელმაც უშუალოდ დაათვალიერა ხანძრის კერები. სახელმწიფო რწმუნებული სოფ.ურავისა და აბარის მოსახლეობასაც შეხვდა და არსებული სიტუაცია გააცნო, მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძარია აგრეთვე, ონის მუნიციპალიტეტის სოფ.ხიდეშლებში და სოფ.ირში,გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ადგილზე მობილიზებულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის აჭარის რეგიონიდან, სიტუაცია ამ სოფლებშიც კონტროლირებადია, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება დამატებითი ძალა.
არჩილ ჯაფარიძე სოფელ აბარში, ხანძრის კერებს ადგილზე გაეცნო

18/11/2019