არჩილ ჯაფარიძე სორის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

11/06/2019

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ, რეგიონში მიმდინარე უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო. არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა და აღნიშნულ ინიციატივაზე პედაგოგების დადებითი შეფასებებიც მოისმინა.

“ძალიან მიხარია პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რადგან სწორედ მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი გზა საქართველოს უკეთესი ნათელი მომავლისთვის. ვფიქრობ, მიმდინარე რეფორმის შედეგად, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი რეგიონისა თუ ქვეყნის წინაშე დგას”-აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს და რეგიონის ყველა სკოლაში პირადად მოისმენს ინფორმაციებს მასწავლებლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0