არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჟოშხის საჯარო სკოლისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და მოისმინა ინფორმაციები სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში. არჩილ ჯაფარიძემ ყურადღება საბავშვო ბაღებში არსებულ მოწესრიგებულ სასწავლო და სააღმზრდელო გარემოსა და სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზეც გაამახვილა. რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან ეტაპობრივად გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.
არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

03/05/2019