არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

01/02/2020

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭიორის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე რწმუნებულმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა, აგრეთვე, პედაგოგებს 2020 წელს დაგეგმილი აქტივობები გააცნო და განათლების ახალი რეფორმის შესახებ მათი აზრი მოისმინა. შეხვედრა ინტერაქციული იყო და პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საინტერესო კითხვებზე პასუხები რეგიონის ხელმძღვანელისგან პირადად მიეღოთ. რწმუნებულის შეხვედრები მასწავლებლებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0