არჩილ ჯაფარიძე ლენტეხში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

16/05/2019

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მუნიციპალიტეტის მერთან- ბადრი ლიპარტელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

დაბა ლენტეხში, მიმდინარეობს: მდ. ცხენისწყალზე დამცავი ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 69 987ლარი. სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია :08/02/2019-09/04/2019წწ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფ. ნანარისა და სოფ.ლესემის საავტომობილო ხიდების რეაბილიტაცია.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 94 020ლარი. სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია : 28/12/2018-15/05/2019წწ.

რწმუნებულმა დაბის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა.პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 414 377ლარი. სამუშაოების დაწყება-დასრულების ვადებია: 16/10/2018-30/05/2019წწ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0