არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრა

21/02/2020

არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
მუზეუმის რეაბილიტაცია გასულ წლებში განხორციელდა, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება რიგი საკითხები, რაზეც შეხვედრის მიმდინარეობისას ისაუბრეს. არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ლენტეხის მუზეუმი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომავალი თაობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემო პირობების შექმნა, ეთნოგრაფიული მნიშვნელობის მქონე უნიკალური ნივთების შესანახად და მუზეუმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, რათა მოხდეს მისი გაცნობა და პოპულარიზაცია. ლენტეხის ლადო მუსელიანის სახელობის მუზეუმი ქვემო სვანეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენს, სადაც დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, XI-XII ს.ს-ის საეკლესიო ნივთები, XVII-XVIII ს.ს-ის ხელნაწერი ლოცვები, ქვემო სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კოლექცია. მუზეუმში პერიოდულად ადგილობივი მხატვრებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0