არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგისა და სასაშის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა

13/06/2019

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ფანაგისა და სოფ.სასაშის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ, რეგიონში მიმდინარე უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პედაგოგებმა მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს რწმუნებული მასწავლებლების მიერ დასახელებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზეც ესაუბრა და აღნიშნულ ინიციატივაზე მასწავლებლების დადებითი შეფასებებიც მოისმინა.

“ძალიან მიხარია პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რადგან სწორედ მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი გზა საქართველოს უკეთესი ნათელი მომავლისთვის. ვფიქრობ, მიმდინარე რეფორმის შედეგად, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი რეგიონისა თუ ქვეყნის წინაშე დგას”-აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0