არჩილ ჯაფარიძე ახალგაზრდა მეფუტკრეებს შეხვდა

31/05/2020

ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ახალგაზრდები მეფუტკრეობის შესწავლის სურვილმა გააერთიანა და საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ინიციატივით და დახმარებით სკოლის მოსწავლეები მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსებს გადიან.
სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სააგენტოს რეგიონული სამსახურის უფროსთან ანა კანთელაძესთან ერთად, ახალგაზრდა მეფუტკრეებს შეხვდა, მათ საქმიანობას გაეცნო, სამომავლო გეგმებზე მოისმინა ინფორმაცია და ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ონის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ბერუჩაშვილმა მათ ფუტკრის მოვლა უკვე შეასწავლა, თითოეულ მათგანს ოჯახში ფუტკარიც ჰყავს და თაფლის წარმოების პროცესში პირადად იღებენ მონაწილეობას. ახალგაზრდები კოოპერატივის შექმნას, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით კი საერთო საფუტკრის და ბიო პროდუქტის წარმოებას გეგმავენ. როგორც ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, მეფუტკრეობის სიყვარულმა პროფესიის არჩევაზეც მოახდინა გავლენა და სწავლის დასრულების შემდგომ, რაჭაში დაბრუნებას სწორედ აღნიშნული დარგის განვითარების მიზნით აპირებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0