მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროექტის ფარგლებში ამბროლაურში იმყოფებიან. ამბროლაურს პროექტის ფარგლებში 3 ნაკადად 450 ახალგაზრდა სტუმრობს.
ისინი ეცნობიან რეგიონის მასშტაბით არსებულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულად მიმზიდველ ლოკაციებს. არჩილ ჯაფარიძემ მათ რეგიონის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გააცნოთ, ესაუბრათ მხარის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ძალიან სასიამოვნოა ახალგაზრდების სტუმრობა და მნიშვნელოვანია რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი ყველასთვის გახდეს საინტერესო და მიმზიდველი მხარე.
არჩილ ჯაფარიძე ახალგაზრდებს შეხვდა
08/07/2019