არჩილ ჯაფარიძემ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

31/05/2019

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსი-
ოთარ არევაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები უძღვებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული -არჩილ ჯაფარიძე, მოადგილე ლევან ქვათაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი-ზვიად მხეიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რეგიონში შემავალი განათლების რესურსცენტრებისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები.
შეხვედრის მიზანს 2020 წელს, სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა წარმოადგენდა. ასევე, ისაუბრეს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ამბულატორიების მშენებლობისა და რეაბილიტაციის, მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხებზე, სადაც არჩილ ჯაფარიძემ ყურადღება ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში, მასწავლებელთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის საჭიროებაზეც გაამახვილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0