არჩილ ჯაფარიძემ, ონში, თექის სახელოსნო ,,ედენა” დაათვალიერა

01/02/2018

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, ქალაქ ონში, თექის სახელოსნო ,,ედენა” დაათვალიერეს.
თექაზე მუშაობის პროცესში, ტრადიციულ, რაჭულ მოტივებზე დაყრდნობით ხორციელდება თანამედროვე ელემენტების შერწყმა. სახელოსნოში მზადდება პანოები, ბრინჯაოს ჭვირული ბალთების მოტივებზე გაფორმებული ტანსაცმელი და ჩანთები, ფეხსაცმელი, რაჭული ნაბდის ქუდები, სუვენირები, ,,დუროიანი სახლის“ მოდელები და რაჭული ღვინის ბოთლის შესაფუთი სასაჩუქრე ჩანთები…
აღნიშნული სახელოსნო გრანტის ფარგლებში 8 000 ლარით დაფინანსდა და ამ ეტაპზე 5 ქალბატონია დასაქმებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0