არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

29/05/2019

სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ხელმძღვანელები ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის სახელშეკრულებო თანხაა – 1 410 398ლარი.სამუშაოები დასრულდება 2020წელს.

არჩილ ჯაფარიძემ ქ.ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის ასფალტირების მეორე რიგის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ ადგილამდე მიდის.

აღნიშნული მონაკევთის რეაბილიტაციის შედეგად, ტურისტები ჩანჩქერთან განახლებული გზით მივლენ.პროექტის სახელშეკრულებო თანხაა – 665 777ლარი.

არჩილ ჯაფარიძემ, პროექტების დათვალიერებისას, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ექნება რეაბილიტირებული გზა, რაც გააუმჯობესებს მათთვის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0