რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება-ამბროლაურის ფილიალის წარმომადგენელი სოფ. ბაჯში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ესტუმრნენ, მხარდაჭერა აღუთქვეს, დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს და საჩუქრად ტექნიკა და ტკბილეული გადასცეს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხანძრით დაზარალებულ ოჯახს გაეწევა ფულადი დახმარება 10 000 ლარამდე ოდენობით, ასევე საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობაც.
არჩილ ჯაფარიძემ,ხანძრით დაზარალებულ ოჯახს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა

31/12/2019