ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 2 საწარმო მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე ალკოჰოლის საწარმოს მშენებლობა დასრულებულია და შენობის ინტერიერსა და ექსტერიერს აწყობენ. ქარხანაში არაყს, ვისკისა და ჯინს აწარმოებენ. დღეისათვის საწარმოში 45 ადამიანია დასაქმებული. კომპანია „პარკგიდა“ საწარმოში 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
დღესვე რეგიონის პირველმა პირებმა ჩაის დამამზადებელი ქარხანაც დაათვალიერეს, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და პროდუქცია ექსპორტზე მონღოლეთსა და თურქეთში გადის. საწარმო 2000 წლიდან ფუნქციონირებს. პროექტში 750 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
არჩილ ხაბაძემ საწარმოები დაათვალიერა
14/04/2016