არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15/03/2021

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. არჩილ თალაკვაძემ ელჩს ვიშეგრადის ჯგუფის დაფუძნების 30 წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩეხეთის მთავრობის დახმარებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0