საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კახა კუჭავასთან და ირაკლი კობახიძესთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრას შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ. საუბარი საპარლამენტო არჩევნების დროს, კოვიდ19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. საქართველოს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ წესებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად იქნება გამოყენებული. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დაესწრო, რომელმაც ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საპასუხო ქმედებებსა და კოვიდ19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე ისაუბრა.
არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრებთან ერთად დიპლომატებს შეხვდა
18/06/2020