არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

25/02/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს. არჩილ თალაკვაძემ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0