არჩილ თალაკვაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

18/12/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის და შეთანხმების ალტერნატიული მექანიზმის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მედიაციის ინსტიტუტის შემოღება, ხელისუფლების მიერ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზად არის, მედიატორთა პროფესიის შემდგომი განვითარების მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს ასოციაციასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0