არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს შეხვდა

07/11/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერს და კონგრესმენ ალექს მუნის შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებასა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის დღის წესრიგს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ ძალისხმევაში. არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას შეეხო. კონგრესმენთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0